„მარკო პოლოს“ ფართი ქირავდება. „დიდი ეპოქა დასრულდა. მეგონა ყველაფერის შეცვლა იყო შესაძლებელი რუსთაველის გამზირზე, გარდა Marco Polo-ს არსებობისა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახუშტი მენაბდე წერს და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს, საიდანაც ჩანს რომ, ამჟამად რესტორნის ფართი ქირავდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე #44-ში მდებარე რესტორანი “მარკო პოლო” 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა.
არსებული ინფორმაციით, რესტორანი პანდემიდან გამოწვეული პრობლემების გამო დაიხურა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უკვე მეორე წელია, „მარკო პოლოს“ საერთოდ არ უმუშავია.