ქართული ინოვაციური კომპანია ATOM KIDS ბავშვებს სთავაზობს სახალისო და შემეცნებითი ექსპერიმენტების ჩატარებას სახლის პირობებში.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანასტასია ასათიანი ამბობს, ATOM KIDS ჰყავს 4 000 მომხმარებელი ბავშვი, რომელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია. აღსანიშნავია, რომ ATOM KIDS-ს დახმარება GITA-ს პროექტმა გაუწია და დღეს, ამ კომპანიის პროდუქტს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იცნობენ.
„GITA-ს პროექტმა საშუალება მოგვცა, გაცილებით გლობალურად გვეფიქრა და დაგვეწყო ზრუნვა პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანაზე. დღეს ATOM KIDS ჰყავს 4 000 მომხმარებელი ბავშვი, რომელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და გვჯერა, რომ სწორედ ეს ბავშვები აიღებენ ნობელის პრემიას, ან გაფრინდებიან მარსზე და შემდეგ იტყვიან, რომ ATOM KIDS იყო მათი პირველი შთაგონების წყარო“,- ამბობს ანასტასია ასათიანი, ATOM KIDS-ის დამფუძნებელი.