LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ბათუმში – გაიზარდა

53
ipiccy-image

Colliers International თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის უახლეს მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც მაისის თვის მონაცემებს ეხება.

ორგანიზაციის ცნობით, თბილისში, 2021 წლის მაისში 2,161 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 29%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 101 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 23 მაისს გაუქმდა, აქედან გამომდინარე 2020 წლის მონაცემები არ არის რეპრეზენტატული.

2021 წლის მაისში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,380 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 30%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით.

რაც შეეხება ბათუმს, აქ 2021 წლის მაისში 788 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის მაისში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 683 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 3%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა ძველ პროექტებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები