LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ უნდა გავიჭირვოთ და ვატაროთ პირბადე: გამყრელიძე

151
gamyrelidze12

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პირბადის მოხსნის რეკომენდაციას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ.

„ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით. ანუ, არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია. ეს არ არის მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია.

აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ”, – აცხადებს გამყრელიძე.

რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ მოხსნას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.

ცერცვაძე: კომენდანტის მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში…განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები