LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მოცვის ბაღების რაოდენობა იზრდება – მზარდია პროდუქციის ექსპორტიც

56
b7c4317980b188da4eb2ec84e867c687

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. მათი ინფორმაციით, საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. გადამამუშავებელ საწარმოში სეზონზე 28 ადგილობრივია დასაქმებული.

„შპს „აგროლეინს“ საკუთარი მოცვის ბაღი 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს; შედეგად, შპს „აგროლეინის“ საწარმო 40 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას, შეფუთვას და რეალიზაციას უზრუნველყოფს.

მიმდინარე წელს, კომპანიამ, შეღავათიანი აგროკრედიტის მხარდაჭერით, ტრაქტორი და სხვადასხვა აგროოპერაციისათვის საჭირო აგრეგატები შეიძინა; შეღავათიანი სესხის თანხამ 105,000 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები