LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კილოგრამი ზუთხის ხიზილალა 2400 ლარი ღირს და თავისი მომხმარებელი ჰყავს

440
untitled-design-9

„ქართული ხიზილალა“ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს. ამ ეტაპზე, კომპანია წელიწადში 100 ტონაზე მეტ კალამახს, ორაგულს და ზუთხს აწარმოებს. ხიზილალის წარმოების წარმადობა კი წელიწადში 2 ტონას შეადგენს.

კომპანიის გეგმებზე „ქართული ხიზილალას“ დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ “ბიზნესპარტნიორთან” ისაუბრა და თქვა, რომ დღეს კილოგრამი ორაგულის ხიზილალის ფასი 175 ლარია, ზუთხის – 2 400 ლარი.

„ზუთხის პროდუქციას თავისი მყიდველი ჰყავს. ძირითადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 12-15 წელი ველოდებოდით აღნიშნული პროდუქტის მიღებას/წარმოებას, აქედან გამომდინარე, ინვესტიციაც არ იქნება ცოტა ჩადებული. ევროპის ბაზარზე ბევრად ძვირია ზუთხის ხიზილალა. ფასი 1000 ევროდან იწყება,“- აცხადებს დადიანიძე.

ცნობისთვის, „ქართული ხიზილალა“ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები