LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი უცხო ენის სწავლება სკოლებში კვლავ სავალდებულო იქნება – განათლების სამინისტრო

96

ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება, – განათლების სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მეორე უცხო ენა არჩევითი უნდა გახდეს, განცხადებით ეხმიანება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ მეორე სავალდებულო უცხო ენას მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შემოთავაზებული ენებიდან აირჩევს.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს.

შესაბამისად, სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხოური ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება – ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.

უფრო მეტიც, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ, თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ,”- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები