აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ორსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
სახლში ხუთი ოჯახი ცხოვრობდა.
ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო დახმარების ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.