რონალდუს, პოგბას და ლოკატელის საქციელს UEFA ეხმაურება, რომელიც გუნდებს მკაცრ მითითებას აძლევს. „UEFA ახსენებს მონაწილე გუნდებს, რომ პარტნიორობები ამ ტურნირის ჩატარების შემადგენელი ნაწილია“, – აცხადებენ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020-ის ორგანიზატორები.
როგორც BBC UEFA-ზე დაყრდნობით იუწყება, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020-ის მონაწილე გუნდები დაჯარიმდებიან, თუ მათი ფეხბურთელები სპონსორების სასმელებს, პრესკონფერენციების დროს, მაგიდიდან აიღებენ.
შეგახსენებთ, პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერეციის დროს “კოკა-კოლას” ორი ბოთლი მაგიდიდან აიღო და ადამიანებს წყლის დალევისკენ მოუწოდა. მომდევნო დღეებში ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგმამ “ჰეინეკენის” ლუდის ბოთლი გადადგა, იტალიელმა მანუელ ლოკატელიმ კი რონალდუს საქციელი გაიმეორა და “კოკა-კოლის” ბოთლი წყლით ჩაანაცვლა.