LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეელი გულშემატკივრებიც ჩავიდნენ (ფოტო, ვიდეო)

73

ოლიმპიადაზე მხარდამჭერთა ყველაზე უჩვეულო ჯგუფი – 230 ქალი ქომაგი ჩრდილოეთ კორეიდან. ისინი თამაშებზე ერთნაირი წითელი პალტოებით, შავი ქუდებითა და შავი ჩექმებით ჩავიდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩრდ კორეა გულშემატკივრებს გზავნის საერთაშორისო ტურნირზე. მაგრამ ოლიმპიადაზე ისინი არასოდეს ყოფილან.

ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც 2005 წელს მძლეოსნობაში აზიის ჩემპიონატზე ინჩხონში გაემგზავრა, გახლდათ ლი სოლ ჩჟუ. 2009-ში ის ცოლად გაყვა კიმ ჩენ ინს.

ჩრდილო კორეელი ქალი გულშემატკივრები კორეის გაერთიანებულ ქალთა გუნდს ქომაგობდნენ შვეიცარიასთან ჰოკეის შეხვედრაში.

ისინი ტალღებს აკეთებდნენ და მღეროდნენ.

აი მოისმინეთ.

კიდევ გაერთიანებული კორეის დროშებს აფრიალებდნენ.

და იკეთებდნენ ნიღბებს, ოღონდ ვინ არის ეს ტიპი…

მატჩი 8:0 დასრულდა შვეიცარიის გამარჯვებით. თუმცა მთავარი ყურადღება არა თამაშმა, არამედ 2018 წლის ოლიმპიადის ყველაზე შესამჩნევმა გულშემატკივრებმა მიიპყრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები