LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდან იცის ბავშვმა, რომ ჭამის დროს მულტფილმს უნდა უყუროს? ეს პირველად ვინ გააკეთა? როგორც შეიქმნა ეს პირობითი რეფლექსი, ასევე უნდა გაწყდეს – თამარ გაგოშიძე

800
tamargagoshidze4555

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ კვებითი ჩვევის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებისთვის პლანშეტის ჩართვა მხოლოდ იმიტომ, რომ მან საკვები ჭამოს, არის არასწორი დამოკიდებულება და ეს უნდა დავასრულოთ:

„საიდან იცის ბავშვმა, რომ ჭამის დროს მულტფილმს უნდა უყუროს? ეს პირველად ვინ გააკეთა? კვებისა და მულტფილმის დაკავშირება უფროსმა არ გააკეთა? მე მესმის ამას რატომ აკეთებენ მშობლები. არ ჭამს ბავშვი. მშობელი ფიქრობს, რომ მულტფილმის ყურებისას აჭმევს. რა არის გამოსავალი? როგორც შეიქმნა ეს პირობითი რეფლექსი, ასევე უნდა გაწყდეს. მშობლებისთვის ბავშვის კვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ფიქრობენ, როგორ შეიძლება, რომ ბავშვმა საჭმელი არ ჭამოს? ​თუ არ შეჭამს რა მოხდა, რა მოუვა ბავშვს?! ვერ ვიგებ, რა შეიძლება მოუვიდეს ბავშვს, თუ ერთი ჭამა ჩააგდო იმის გამო, რომ ტელევიზორს არ ურთავ.

სამი წლის ბავშვს დიალოგები და ახსნა-განმარტებები არ შველის, მაგრამ ნახეთ, როგორი მოლაპარაკება შველის: შენ აირჩიე, არ არის პრობლემა! ვეუბნებით: ტელევიზორი არ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ვჭამთ ამ ადგილას.​ ერთსა და იმავე ადგილას უნდა ჭამდეს ბავშვი. არ არის საჭირო, რომ ჭამდეს მისაღებ ოთახში, ტელევიზორის წინ. მას უნდა ჰქონდეს თავისი მაგიდა და სკამი. აქ უნდა მიეჩვიოს ჭამას. სხვა საკითხია, რამდენს შეჭამს. თავისუფალი ნებით შეიძლება შეჭამოს სამი ლუკმა. პირველ ჯერზე ამით უნდა დაკმაყოფილდეს მშობელი. სამი ლუკმა თუ შეჭამა ამ სიტუაციის გარეშე, უკვე კარგია“, – განაცხადა გაგოშიძემ „მშობლები განათლებისთის“ პოდკასტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები