LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ბერკეტი არის ამოქმედებული, რათა გახელაძის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხერხდეს: დავით ზალკალიანი

61
Capture.JPG1111111111111111111111111111111111

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უწყება ყველა ზომას მიმართავს და ყველა ბერკეტი მაქსიმალურად აქვს ამოქმედებული, რათა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხერხდეს.

ზალკალიანის თქმით, „უკანონო დაკავებები, მოქალაქეების უკანონო პატიმრობაში ყოფნა ყოვლად მიუღებელია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი არის ზეწოლა, ზეწოლა ყველა დონეზე რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით – ზაზა გახელაძეს

„ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ერთი მოქალაქის გათავისუფლების, რაც არის შედეგი ამ კონსოლიდაციის, თანამეგობრობის, ჩვენი შესაბამისი სამსახურების ეფექტური საქმიანობის, ასე იქნება დანარჩენებთან დაკავშირებითაც. ყოველი ჩვენი დღე იწყება და მთავრდება გახელაძის თემით, თითოეული ჩვენი უწყებისა და სტრუქტურის მთავარ პრიორიტეტშია ეს საკითხი, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მსოფლიოს დედაქალაქებში. რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს სხვა ხერხები და არხები, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი ჩვენი მოქალაქის გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ზომას, ხერხს მივმართავთ, ყველა ბერკეტი არის მაქსიმალურად ამოქმედებული, რათა მისი გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხერხდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვგეგმავთ აქციებს და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს სახელმწიფოს მიმართ ჩემი ბოლო მიმართვა იქნება, გადავალ ე.წ. საზღვრის იქით: ზაზა გახელაძის მეუღლე

განიხილება შესაძლებლობა, რომ ზაზა გახელაძე ციხეში ოჯახმა მოინახულოს – სუს-ი