LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები საქართველოს და აჭარის მთავრობას მიმართავენ

88

ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები საქართველოს და აჭარის მთავრობას  მიმართავენ. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორუპუსების მშენებლობას ითხოვენ და ამ მოთხოვნით დღეს აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 3000-მდე ოჯახი გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს. ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები ამ წუთებში ხელმოწერებს აგროვებენ და წერილობით განცხადებას დღესვე საქართველოს მთავრობას გაუგზავნიან.
„მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს ბინების მშენებლობა, სადაც ისევ აქ მცხოვრებლები დასაქმდებიან. ხელისუფლებას რომ უფლება მივცეთ, დღესვე გაგვასახლებენ. ხელმოწერებს ვაგროვებთ, განცხადება დაწერილი გვაქვს, რომელსაც საქართველოს მთავრობას გადავუგზავნით“, –  განაცხადა ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებმა მარინა ბერიძემ.
უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის თქმით, თუ ხელისუფლება მოსახლეობის მთხოვნას არ გაითვალისწინებს, პირველი მარტიდან ფართომასშტაბიანი აქციების გამართვა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები