ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთადერთი მოწმე ხვალ დაიკითხება. როგორც დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, დავით მუხიგულმა , პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „მხედრიონის“ ყოფილ ლიდერს, ღუდუშაურის კლინიკაში ხვალ 12:00 საათზე დაკითხავენ. მუხიგულის თქმით, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვის პროცედურას თავადაც დაესწრება.
თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა.