LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო წლებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი ევროპაში ყველაზე მწვანე და მოწესრიგებული ქალაქი იყოს: კახა კალაძე

107
kalaze

„მომდევნო წლებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი ევროპაში ყველაზე მწვანე და მოწესრიგებული ქალაქი იყოს“, – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.

მისივე თქმით, ახლანდელი თბილისი გაცილებით მწვანე და მოწესრიგებულია, ვიდრე 2017 წელს იყო.

„ჩვენ რა თქმა უნდა, გაკეთებულით არ ვკმაყოფილდებით, მაგრამ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. მსიამოვნებს, რომ შემოდის საპარკო კულტურა. ყველა სკვერი, ყველა რეკრეაციული სივრცე და პარკია სავსეა ადამიანებით და ეს ნამდვილად სასიამოვნოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლებში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცეები შექმნათ. კიდევ უფრო მეტი პარკის რეაბილიტაცია განვახორციელოთ, ახალი პარკების მშენებლობა დავგეგმოთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი ევროპაში იყოს ყველაზე მწვანე და ყველაზე მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები