LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიბლუსმა“ ცილისწამების საქმეზე დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

132
ბიბლუსი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, წიგნის მაღაზია „ბიბლუსმა“ ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო. როგორც ორგანიზაცია წერს, უზენაესმა სასამართლომ ბიბლუსის საჩივარი ცილისწამებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები უცვლელი დატოვა.

მათივე ცნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამშრომლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ერთი ნაწილი სწორ ფაქტებს წარმოადგენდა, ხოლო მეორე ნაწილი – მათ პირად აზრს, რაც გამოხატვის თავისუფლების უფლებითაა დაცული.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბიბლუსში დასაქმებულ მშრომელთა დამცველად მაშინვე ჩაერთო, როდესაც კომპანიამ 2017 წელის მაისში სასამართლოს მიმართა და განთავისუფლებული დასაქმებულებისგან ცილისმწამებლური და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის თებერვალში, წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებული თანამშრომლების ნაწილმა გაავრცელა აუდიო და წერილობითი განცხადება, სადაც ისინი მძიმე და არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე, დაბალ ანაზღაურებაზე, შრომით ექსპლუატაციასა და დაჯარიმების უსამართლო პრაქტიკაზე საუბრობდნენ.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა ორი თანამშრომლის გათავისუფლება. შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დამატებით ორი თანამშრომლის გათავისუფლებაც მოჰყვა. ამ ორი პირის განთავისუფლება, სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელის საფუძველზე, 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო, თუმცა სამართლებრივი დავა ზემდგომ ინსტანციებში დღემდე მიმდინარეობს,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები