LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესომბუდსმენმა ,,ბადაგონთან“ დაკავშირებით შეხვედრა გამართა

42

,,ბადაგონთან“ დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანიის დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ლევან გამყრელიძეს შეხვდა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ირაკლი ლექვინაძემ „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესები პირად კონტროლზე აიყვანა. ბიზნესომბუდსმენმა კომპანიის დამფუძნებლისგან საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის, გიორგი სალაყაიას მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვა საგამოძიებო ორგანოს მიერ კონკრეტული გარემოებების შესწავლა/დადგენისთვის საჭირო დოკუმენტებისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების პროცესთან დაკავშირებით.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის თქმით, კომპანია ,,ბადაგონს“ წარმოების პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვის შესაძლებლობა აქვს. მისივე განცხადებით, „ბადაგონის“ სათავო ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარდა და პროცესი მომავალშიც გამჭვირვალედ წარიმართება.

„ბადაგონის“ დამფუძნებლის თქმით, კომპანიაში საწარმოო პროცესი უახლოეს დღეებში სრულად აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები