მართალია, ბევრისთვის დილა პირველ რიგში ცხელ, არომატულ ყავასთან ასოცირდება, მაგრამ რამდენად სასარგებლოა ორგანიზმის დილიდანვე კოფეინით დატვირთვა – რთული სათქმელია, რადგან დიდი ხანია მეცნიერების დავის საგანია. თუმცა, კოფემანების გასახარად, ბოლო დასკვნებმა დაადასტურა, რომ დილის ყავას დადებითი თვისება უფრო მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი.
- დილის ყავა „აღვიძებს“ ნერვულ სისტემას
- აძლიერებს კონცენტრაციის უნარს
- ებრძვის მოთენთილობას და კანის ადრეულ დაბერებას
- უნარჩუნებს ორგანიზმს მხნეობას, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კი, აღადგენს კუნთოვან ბოჭკოს.
- ამცირებს დეპრესიის და შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიისა და ინსულტის, პრკინსონის, ალცჰაიმერის დაავადების და სიმსივნის უჯრედების განვითარების რისკს.
- ყავა შეუვლელი მეგობარია მწეველებისთვის.
რა თქმა უნდა, ყავას კეთილი სამსახურის გაწევა შეუძლია ორგანიზმისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე აუცილებელ პირობას გაითვალისწინეთ:
- დაილიეთ მაქსიმუმ 2 ჭიქა.
- მიირთვით აუცილებლად რძესთან ერთად და შუნარჩუნოთ ორგანიზმს კალციუმის მარაგი.
- ნუ დალევთ ყავას უზმოზე, რადგან ამ შემთხვევაში გამოყოფილი კუჭის წვენი, ცარიელი კუჭის კედლებზე ხვდება და ჯერ მის გაღიზიანებას, მერე კი, წყლულს იწვევს.
- თუ ჰიპერთონია ან გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ უკეთესია საერთოდ შეიკავოთ თავი ყავის მირთმევისგან!