მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიაროში 35 წლის ქალმა მე-10 ბავშვი გააჩინა. 10 ბავშვის დედა ყიზილაჯლოში მცხოვრები ნაილა მამედოვაა.
ნაილა მამდოვას მშობიარობამ ყველანაირი გართულების გარეშე, წარმატებით ჩაიარა.
ახალშობილი 3 კილო და 100 გრამი დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
მამედოვამ ათივე ახალშობილი ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში გააჩინა.
„ძალიან ბედნიერი და მადლოელი ვარ, 10 შვილი აქ გავაჩინე. თავს კარგად ვგრძნობ“ – ამბობს ნაილა.
ახალშობილს ალი დაარქვეს. ოჯახისთვის ის მეექვსე ბიჭია.
ნაილა მამედოვას 6 ბიჭი და 4 გოგონა ჰყავს.
წყარო: marneulifm.ge