საქართველოს რეგიონებსა და თბილისის სხვადასხვა უბნისთვის ელექტროენერგის შეწყვეტასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 14 ივნისს, 14 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.