LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის „სინოვაკით“ აცრა მიმდინარეობს

104
რესპუბლიკური საავადმყოფო

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის „სინოვაკის“ ვაქცინით აცრა მიმდინარეობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, საავადმყოფოში 30 კაბინეტია და ყველა სრული დატვირთვით მუშაობს.

„ექიმები კიდევ ერთხელ ჩაერთნენ „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესში. ზოგადად, ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის გადარჩენაში და პანდემიის დასრულებაში.

ამ ეტაპზე საავადმყოფოში ვაქცინაციის 30 კაბინეტია და სრული დატვირთვით მუშაობს. ვგეგმავთ კაბინეტების გაზრდას და სამუშაო დროის გახანგრძლივებასაც“, – განაცხადა ჩიმაკაძემ.

სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მიმდინარეობს, რომელშიც ტურიზმისა და კულტურის სფეროში მომუშავე პირები არიან ჩართული.