LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა შვილი 5 წლის წინ გარდაცვლილი ქმრისგან გააჩინა  

74
nebawer45

ამერიკელი კიმბერლი ჰოლმს-ივერსონი დღეს ყველა წამყვანი გამოცემის მთავარი გმირია. მაგალითად გამოცემა The Sun ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაარკვია, რომ კიმბერლიმ 5 წლის წინ გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინა. ამბავი კი ასე დაიწყო, კიმბერლი და რაშიდი წლებია პატარაზე ოცნებობდნენ, თუმცა 5 წლის წინ, რაშიდი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. საავადმყოფოში მისულმა კიმბერლიმ ექიმებს მეუღლისგან ბიოლოგიური მასალის აღება ითხოვა. ეს პროცედურა მაშინ ჩატარდა, როცა ექიმები რაშიდის გადარჩენისთვის იბრძოდნენ, თუმცა იცოდნენ, რომ სიტუაცია უიმედო იყო. საბოლოოდ სპერმის გაყინვა მაინც მოხერხდა.

ქმრის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ კიმებრლი ისევ დაქორწინდა. ქალმა რჩეულს მოუყვა, რომ სურდა გარდაცვლილი მეუღლისგან შვილის გაეჩინა, რადგან ამაზე ისინი წლებია ოცნებობდნენ. ახალმა ქმარმა ცოლის ინიციატივას მხარი დაუჭირა და მალევე ინ ვიტროს პროცედურაც ჩატარდა. გამოცემა წერს, რომ კიმბერლი და მისი ახალი მეუღლე დარიანი ერთად დადიოდნენ ყველა ტიპის პროცედურაზე, მათ შორის ექოსკოპიაზეც. გოგონა სახელად კირანი 2021 წელს გაჩნდა, ის და კიმბერლი თავს ფანტასტიკურად გრძნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები