საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან.
საქართველოს მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს ევროპულ საბჭოში გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი უკვე ევროპულ საბჭოში იმყოფება, სადაც მას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი სამუშაო საუზმეზე მასპინძლობს.