ცნობილი კინოსცენარისტი და მხატვარი, რეზო გაბრიაძე, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ხელოვანი დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე მასთან საბოლოოდ გამომშვიდობების მსურველებს ანჩისხატის ტაძარში შეეძლოთ მისვლა.
რეზო გაბრიაძის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, ასევე ხელოვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.