საქართველოში სავარაუდოდ, პოპულარული ბრიტანული შოუ Top Gear-ის ქართული ანალოგი იწყება. სოციალურ ქსელში TOP GEAR საქართველო-ს გვერდი გაჩნდა, სადაც გადაცემის წამყვანების და მისი შემქმნელების შესახებ ვკითხულობთ ინფორმაციას.
როგორც გვერდიდან ვიგებთ, გადაცემა რუსთავი 2-ზე გავა, მის მომზადებაში კი კიკალა სტუდიოა ჩართული.
გადაცემის წამყვანები დიმიტრი ტატიშვილი, ანა იმედაშვილი, დავით იმედაშვილი და სტიგი-სოსო არიან.
შოუს დაწყების თარიღად 2018 წელია მითითებული, თუმცა ზუსტი დრო არ არის აღნიშნული. არხზე არც ანონსები გასულა და არც ინფორმაცია გაუვრცელებიათ ამ სიახლის შესახებ.
გვერდზე კი ვკითხულობთ, რომ ტოპ გეარ საქართველო სულ მალე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ამ ფეისბუქ გვერდის პოსტებს თავად წამყვანებიც აზიარებენ საკუთარ პროფილებზე.
შოუ უახლესი მანქანების და მათი შესაძლებლობების შესახებ, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია.