LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის ქუჩებში დააყენებენ „ჭკვიან“ სენსორებს, რომელთა მიზანიც ქვეითთა გადასასვლელებზე ავარიების რაოდენობის შემცირება იქნება

40

რომში, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელებზე დააყენებენ „ჭკვიან“ სენსორებს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებენ.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გადამცემები გზის გადასასვლელთან მოგროვილი ადამიანების რაოდენობას დაითვლიან და ავტომობილთა მოძრაობას გააკონტროლებენ.

სისტემა მძღოლებს ფეხითმოსიარულეთა მოახლოვებას ამცნობს, რასაც გადასასვლელზე სპეციალური განათებით გააკეთებს, რათა ავტომფლობელთა ყურადღება კიდევ უფრო მეტად მიიქციოს.

ინოვაციური სენსორების მეშვეობით ქალაქში თავისუფალი საპარკინგე ადგილების მოძიებაც იქნება შესაძლებელი, რაც მძღოლებს საშუალებას მისცემს რომ პარკინგი საათობით აღარ ეძებონ. გარდა ამისა, სისტემა დაითვლის ასევე იმ ადამიანების რაოდენობასაც, ვინც გაჩერებებზე საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდება.

ევროპული ქალაქები ცდილობენ, რომ ყოველდღიური ცხოვრება ციფრულ რეჟიმს დაუქვემდებარონ. მაგალითად, 2018 წლიდან ჰელსინკის მერიაში ახალი პოზიცია – „ციფრული ტექნოლოგიების დირექტორი“ გაჩნდა.

ციფრული ტექნოლოგიების სტრატეგია აქვს ასევე ვარშავას, ამსტერდამსა და ბერლინს. ვარშავის ხელისუფლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირებას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები