LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წამსვლელებს შემცირებული ხელფასები დახვდებათ

103
Istanbul-GrandBazaar-Streets1

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებს, წელს თურქეთში შემცირებული ხელფასები დახვდებათ, მიზეზი ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებაა – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ქართველმა სეზონურად დასაქმებულებმა, შესაძლოა თურქეთში ვეღარ იპოვონ იმ ანაზღაურებადი სამსახური, რა ანაზღაურებითაც ადრე საქმდებოდნენ.

„არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ჩადიოდნენ, ხშირად ისინი ერთი ოჯახივით ხდებოდნენ“, – აღნიშნა ელჩმა. მან საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წასვლა და დასაქმება სურთ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, ეს ლეგალური გზით გააკეთონ და დარეგისტრირდნენ შესაბამის პორტალზე.

შეგახსენებთ, 1 ივნისიდან, საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები