LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Unicef-ი: მსოფლიოში 264 მილიონ ბავშვს შესაძლებლობა არ აქვს სასკოლო განათლება მიიღოს

87

მსოფლიოში დაახლოებით 264 მილიონ ბავშვს შესაძლებლობა არ აქვს სასკოლო განათლება მიიღოს. ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მოხსენებაშია ნათქვამი.  ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 24 ქვეყანაში, სადაც სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს, სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობას 6-14 წლის ასაკის 27 მილიონამდე ბავშვია მოკლებული. გარდა ამისა, ყველაზე დიდ შეშფოთებას კონფლიქტურ რეგიონებში სკოლებზე გახშირებული თავდასხმები იწვევს. ცნობისთვის, მხოლოდ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმების შედეგად მოკლულია 2300 მასწავლებელი და განადგურებულია 1400 სკოლა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ექსპერტების განცხადებით, იმისათვის, რომ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ყველა ბავშვმა სკოლაში სწავლა შეძლოს, ყოველწლიურად დამატებით 340 მილიარდი დოლარია საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები