დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი კიდევ ერთ სადაო კანონპროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსებას შეეხება.
“ქართული ოცნების” კანონპროექტის მიხედვით პარტიას, თუ ის პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, დაფინანსება უწყდება.
ინიციატივას არ აპროტესტებს მხოლოდ 2 ოპოზიციური პარტია. “მოქალაქეები” და “გირჩი” თვლიან, რომ პარტიები ბიუჯეტიდან ფულს საერთოდ არ უნდა იღებდნენ. სხვა პოლიტიკური ძალები კი დოკუმენტს დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. ცვლილებასთან მიმართებით შენიშვნები გამოთქვა ვენეციის კომისიამაც.