LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ლარი 3.20-იან ნიშნულს არ გადასცდა, ფასების კლებას მომხმარებელი 2-3 თვეში იგრძნობს – ივა ჭყონია

75
ipiccy-image

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ლარის გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ,,არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ფასების შემცირება სწრაფად მოხდება“.

საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა ნაკლებია და ეს ფაქტია.

„ჩვენ წინა პერიოდშიც გვინახავს უფრო ადეკვატური მასშტაბის, მაგრამ კურსის დაბლა სვლა. ახლა ეს არაადეკვატური სიჩქარით მოხდა. ამას გამყარებას არავითარ შემთხვევაში არ დავარქმევ. გაურკვეველი რამ ხდება. არაკომპეტენტური და არასერიოზული იყო სებ-ის პრეზიდენტის განცხადებაც, რომ მოლოდინები ამყარებს ლარს. რა მოლოდინები არსებობდა ახლა? ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლარის მიმართ ნდობა არ არსებობს. პროცესს დააკვირდებიან ბიზნესოპერატორები და შესაბამისად იმოქმედებენ, მაგრამ ეს ვერ მოხდება სწრაფად. კარგი ტენდენცია იქნება ის, რომ მეტად ფასები არ გაიზრდება“, – აღნიშნა ჭყონიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, თუ ლარი 3.20-იან ნიშნულს არ გადასცდა, ფასების კლებას მომხმარებელი 2-3 თვეში იგრძნობს. იქამდე შესაძლებელია, ფასები იმ პირველადი დანიშნულების პროდუქტზე შემცირდეს, რაც ყველაზე სწრაფად იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები