LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ტკივილი გაუსაძლისი იყო“ – რობერტ დე ნირო ოპერაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა

152
Untitledll

როგორც ცნობილია, გასულ თვეს, 77 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა, რობერტ დე ნირომ რეჟისორ, მარტინ სკორსეზეს ფილმის გადაღებებისას ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო. მან კუნთი დაიზიანა და სასწრაფოდ საოპერაციო გახდა.

სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი ოპერაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, ის ნიუ-იორკში, თავის მეგობარ გოგოსთან ერთად გადაიღეს. დე ნიროს ფეხი სპეციალური კონსტრუქციით ჰქონდა დაფიქსირებული. მას ლურჯი შორტები და ამავე ფერის მაისური ეცვა.

„კვადროციკლიდან ჩამოვვარდი, ფეხი სერიოზულად დავიზიანე, ტკივილი გაუსაძლისი იყო“, – განუცხადა მსახიობმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება მოსალოდნელ ფილმს, საუბარია ფილმზე „მთვარის ყვავილის მკვლელებში“. ის დევიდ გრანის 2017 წლის ბესტსელერის მიხედვით იქნება გადაღებული. რობერტ დე ნიროს პარტნიორობას ლეონარდო დიკაპრიო გაუწევს.

საოცარი ტანდემი – ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს მარტინ სკორსეზე ახალ ფილმში გადაიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები