LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესის მთავარი პრობლემა ლარის კურსის რყევაა

114

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მთავარ პრობლემად ლარის კურსის რყევა დაასახელეს.

საქართველოს ბიზნესასოციაციამ პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს დახურულ შეხვედრაზე კვლევა “საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით” გააცნეს. კვევაში კომპანიებმა შეაფასეს ქვეყნის ბიზნესგარემოს სხვადასხვა კონპონენტი: მაკროეკონომიკური გარემო, სამართლებრივი ჩარჩო, საგადასახადო გარემო და შრომის ბაზარი.

როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ბიზნესსექტორმა წარმატებებს შორის განსაკუთრებით აღნიშნა მოგების გადასახადის რეფორმა, საერთაშორისო რეიტინგები, ახალი საინვესტიციო პროექტები, ხელსუფლებასა და ბიზნესს შორის დღეს არსებული კომუნიკაცია.

რაც შეეხება გამოწვევებს, ბიზნესის უმრავლესობამ – 95%-მა შეფასებებში აღნიშნა, რომ 2016-2017 წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ბიზნესისთვის იყო ლარის კურსის ცვლილებები. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს უარყოფითად აისახა თითქმის ყველა კომპანიაზე. მკაფიოდ ავუხსენით ხელისუფლებას და ვთხოვეთ, რომ მაქსიმუმი გააკეთოს, რაც შეუძლია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ლარის კურსი მარტო ხელისუფლებაზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ მაქსიმალური უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ ასეთი რყევები არ იყოს“, – განაცხადა ჭირაქაძემ.

გარდა ამისა, ბიზნესსექტორი გამოწვევებს შორის ასახელებს სასამართლო სისტემას. რაც შეეხება კერძო სექტორთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ჭირაქაძის თქმით, ბიზნესასოციაციის წევრებმა ხელისუფლებას სთხოვეს, ასეთი ცვლილებები ბიზნესსექტორთან შეთანხმებით განხორციელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები