თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილში” 30 იანვარს, დილის 10:30 საათზე, ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
როგორც ჩანს, თბილისი ამ მხრივ გამორჩეულ ქალაქებს შორის მოხვდა, რადგან მეტროს “ჩანგრევის” ფაქტები მსოფლიო ისტორიაში თითქმის არ იძებნება.
“ფორტუნამ” სცადა ასეთი შემთხვევები მოეძებნა:
ბრაზილიის ქალაქ სან – პაულუში, ახალი მეტროსადგურის მშენებლობის დროს, მიწა ჩაინგრა და მის ადგილას დიდი ხვრელი დარჩა. ამის მიზეზად კი ძლიერი წვიმები დასახელდა.
აშშ-ის შტატ მერილენდში, ახალაშენებული მეტროს მიწისზედა ხაზი გახსნამდე ჩამინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინდოეთში, ქალაქ ბანგალარში, ჭერის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევა გასულ წელს მოხდა და არავინ დაშავებულა.
პეტერბურგის მეტრო
1974 წელს მეტროსადგურ “Лесная” და “Площадь Мужества-ს” აშენების შემდეგ, დაიწყო მესამე სადგურთან დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. მშენებლობის დროს, კი გვირაბში მიწა ჩაწვა.
კიევში
სავაჭრო ცენტრის მშენებლობისას მეტროს ჭერი გახვრიტეს და ჩამოანგრიეს.
მოსკოვი
მოსკოვში ჭერი არ ჩანგრეულა, თუმცა, ახალგამოცვლილ ექსკალატორს მუხრუჭმა უმტყუნა. ის უფრო და უფრო აჩქარდა, ამის გამო, ხალხმა ჩასვლა ვერ მოასწრო. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა და უამრავი დაშავდა.
თამთა უთურგაშვილი