LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, მხარს ვუჭერთ რეფორმების განხორციელებას: ჯინ შაჰინი

70
ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი დადებითად აფასებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შედგა. აღნიშნული განცხადება მან პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეფორმების განხორციელება მოხდეს.

„ჩვენ მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს და რეფორმების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის და მათი საჭიროებებისათვის. მივესალმებით ასევე, საქართველოს არჩევანს, რომ მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატო-ს“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.