LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ველნეს მიმართულება იხვეწება: ქვეყანას მალე ველნეს თერაპევტების მოსამზადებელი ინსტიტუტი ექნება

81
752541-542853

2-3 წელში ქვეყანას ველნეს თერაპევტების მოსამზადებელი ინსტიტუტი ექნება, – ამის შესახებ სამედიცინო ველნეს კურორტ “ბიოლის” დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე აცხადებს. მან „ბიზნესპარტნიორში“ ვრცლად ისაუბრა პროექტის შესახებ და თქვა, რომ აღნიშნულ ინსიტუტში დაინტერესებულ პირებს მაგისტრატურის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

„ეს იქნება 2 წლიანი მაგისტრატურის კურსი მედიცინის სპეციალისტებისთვის. ამჟამად, დაგეგმარების პროცესი მიდის. ინვეტიციის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა საწყის ეტაპზე, პროექტში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. აქედან ნაწილი „ბიოლის“, ნაწილი კი უცხოური კაპიტალი იქნება. თანაინვესტორების შესარჩევად საერთაშორისო კონკურსსაც გამოვაცხადებ,“-აცხადებს მჭედლიძე.

მისივე ინფორმაციით, ინსტიტუტის ნაწილი კოჯორში, “ბიოლის” ლოკაციაზე განთავსდება, მეორე ნაწილი კი – რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში. ველნესის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკებს „ბიოლში“ გაივლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები