ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.
ტოჩინოშინი იაპონიაში “ჰაცუ ბაშოს” სუმოისტთა ტურნირზე 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.
დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვან შეხვედრაში ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა.