LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სექსუალურ ორიენტაციას მრავალი ფერი აქვს, დიახ მე ქალები გულწრფელად მიყვარდა“ – რიკი მარტინი გულახდილი ინტერვიუ

165
Untitledg

2010 წელს პუერტო-რიკოელმა მომღერალმა, რიკი მარტინმა ქალბატონების არმიას  გული დასწყვიტა, როდესაც საზოგადოებას სექსუალურ ორიენტაციაში გამოუტყდა. 2017 წელს არტისტი ჯოვან იოსეფზე დაქორწინდა და დღემდე ბედნიერად გრძნობს თავს. ისინი 4 შვილს ზრდიან.

„ჩემი ოცნებების მბრძანებელი“- რიკი მარტინი ქალიშვილის ფოტოს გვიზიარებს

ახლახანს ვარსკვლავი გამოცემა People-ის გარეკანზე მოხვდა და მას გულწრფელი ინტერვიუც მისცა. მისი თქმით, როდესაც ის ქალებს ხვდებოდა, გულწრფელი იყო, მას ისინი უყვარდა.

„სექსუალურ ორიენტაცია საკმაოდ რთული რამაა. ის შავ-თეთრი არ არის, მას მრავალი ფერი აქვს. როდესაც ქალებს  ვხვდებოდი მე ისინი გულწრფელად მიყვარდა, დიახ მე მქონდა მათ მიმართ ლტოლვა, ეს არაჩვეულებრივი იყო“, – აცხადებს 49 წლის მარტინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები