LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იქნებ, გვესტუმროთ, მერე რა, რომ „იმედი“ არ ვართ – ინგა გრიგოლია გახარიას მიმართავს

211

29 მაისს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ახალი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა. მეორე დღეს გახარია ტელევიზიების შოუების წამყვანებს შეხვდა. შეხვედრაზე „იმედი“ და „პოსტივი“ არ მივიდა.

გახარიამ ამის მიუხედავად თქვა, რომ მზადაა „იმედში“ მივიდეს და პირდაპირ ეთერში ყველა კითხვას უპასუხოს.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების თემაზე მომზადებული გადაცემის მონოლოგში გახარიას მიმართა.

„იქნებ, გვესტუმროთ, მერე რა, რომ „იმედი“ არ ვართ“, – მიმართა გრიგოლიამ გახარიას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები