LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანას“ კარი გატეხეს

843

რუსთაველის გამზირზე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გატეხეს. ჩატეხილია მაღაზიაში შესასვლელი კარის შუშა.

მაღაზიის დირექტორის კახა ცერცვაძის თქმით, მაღაზიიდან წაღებული არაფერი არ არის, რადგან შუშის ჩატეხვის შემდეგ ჩაირთო სიგნალიზაცია. მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში დღეს დილით გამომძიებლები იმყოფებოდნენ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ამასთან, მაღაზიის დირექტორი აცხადებს, რომ მაღაზიას გააჩნია სათვალთვალო კამერები, სადაც ასახული უნდა იყოს შუშის ჩატეხვის ფაქტი და მაღაზიაში შეღწევის მცდელობა.

რაც შეეხება ვერსიებს, კახა ცერცვაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, შემთხვევა მოზარდების მიერ იყოს ჩადენილი, თუმცა, მისივე თქმით, მომხდარს გამოძიება დაადგენს.

ამჟამად მაღაზიაში გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს და მიმდინარეობს მაღაზიის დასუფთავების სამუშაოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები