აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი იწყება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაიხსნა სახმელეთო საზღვრები, კვების ობიექტების შიდა სივრცეები იმუშავებს შაბათ-კვირასაც, ბათუმის მიმართულებით იზრდება ფრენების რაოდენობა, გაიხსნა ეროვნული პარკები.
უწყების ცნობით, წელს, ზღვაზე დასვენებასთან ერთად, ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს რეგიონი სტუმრებს.
კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში – ახალ ტურისტულ პროდუქტებს შორისაა.
მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.