LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალოდ, 1000 ინფიცირებულიდან დღეში თითქმის 30 ადამიანს ვკარგავთ, საკმაოდ სერიოზული ციფრია: კულუმბეგოვი

88
1

“საქართველოსთვის მე მაინც უჩვეულოდ მიმაჩნია ერთ მილიონ ადამიანზე თითქმის 7-8 ადამიანის გარდაცვალება, ეს საკმაოდ სერიოზული ციფრია.” – აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და აღნიშნავს, რომ საჭიროა სერიოზული დაფიქრება – კლინიკურ ნაწილში რაიმე პრობლემა ხომ არ არის.

კულუმბეგოვის თქმით, უნდა დაიდოს დასკვნები, რატომ არის ქვეყანაში ბოლო პერიოდში შენარჩუნებული ასეთი მაღალი მასშტაბის სიკვდილიანობის მაჩვენებელი:

“საქართველოსთვის მე მაინც უჩვეულოდ მიმაჩნია ერთ მილიონ ადამიანზე თითქმის 7-8 ადამიანის გარდაცვალება, ეს საკმაოდ სერიოზული ციფრია, ანუ კარგავს საშუალოდ 1000 ინფიცირებული ადამიანიდან თითქმის დღეში 30 ადამიანს. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება, ხომ არ არის კლინიკურ ნაწილში რამე პრობლემა, ლოჯისტიკურ ნაწილში, ან თუ შეიძლება, ეს აიხსნას ბრიტანული ვარიანტის გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებლებით. ამიტომ, ამას სჭირდება სერიოზული მსჯელობა და განსჯა და ამის შემდეგ უნდა დაიდოს დასკვნები, რატომ არის ქვეყანაში ბოლო პერიოდში შენარჩუნებული ასეთი მაღალი მასშტაბის სიკვდილიანობის მაჩვენებელი.” – თქვა კულუმბეგოვმა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეს ეპიდვითარება რიცხვებში ასე აისახა – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სრულად განიკურნა 1 002 პაციენტი, გარდაიცვალა 31 ადამიანი.