LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

69
Untitled design

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში, ჯიანგსუში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ (NHC) დღეს განაცხადა, პაციენტი 41 წლის მამაკაცია.

NHC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამაკაცი საავადმყოფოში ცხელების და სხვა სიმპტომების გამო 28 აპრილს მოათავსეს, 28 მაისს კი მას აღნიშნული შტამი დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ დაინფიცირდა პაციენტი.

NHC-ში აღნიშნეს, რომ პაციენტის მდგომარეობა უკვე სტაბილური იყო და მზად იყო ბინაზე გასაწერად. ახლო კონტაქტების დაკვირვების შედეგად, გრიპის იდენტური შტამი არავის დაუდასტურდა.

“H10N3 არის ფრინველის ვირუსის დაბალი პათოგენური, ან შედარებით ნაკლებად მძიმე შტამი და მისი გავრცელების რისკი ძალიან მცირე იყო.” – განაცხადეს ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაში.

ცხოველთა დაავადებების საგანგებო ცენტრის კოორდინატორმა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, ფილიპ კლაზმა გრიპის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის არც თუ ისე გავრცელებულია. 40 წლის განმავლობაში, 2018 წლის მონაცემებით, ვირუსის მხოლოდ 160 იზოლირებული ფაქტი იყო დაფიქსირებული, ძირითადად, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მცირე ნაწილში, ველურ ფრინველებსა და წყლის ფრინველებში და ჯერჯერობით არცერთი არ ყოფილა გამოვლენილი შინაურ ფრინველებში.

როგორც კლაზმა განმარტა, საჭიროა ვირუსის გენეტიკური ანალიზი იმის დასადგენად, შტამი უფრო ხანდაზმული ვირუსების მსგავსია, თუ არის სხვადასხვა ვირუსის ახალი ჰიბრიდი.

აღსანიშნავია, რომ ფრინველის გრიპით ადამიანის ინფექციების მნიშვნელოვანი რიცხვი არ დაფიქსირებულა 2016-2017 წლების შემდეგ, მაშინ H7N9 შტამმა დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახლად დაფიქსირებული, H10N3 შტამით ინფიცირების სხვა შემთხვევები კი გლობალურად არ დაფიქსირებულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები