ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოში მასობრივი და უფრო გაფართოებული ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყანა ზაფხულის ბოლოსკენ, ვაქცინის ყველა დაგეგმილ დოზას მიიღებს.
თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის გახსნილი და მასობრივი ვაქცინაციის პირველი ნიშანი გარკვეულწილად სახეზეა:
“ვაქცინაციის პროგრამა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის გახსნილი გვაქვს. ანუ, აქ მასობრივი ვაქცინაციის პირველი ნიშანი გარკვეულწილად უკვე სახეზეა. მასობრივი და უფრო გაფართოებული ვაქცინაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩვენ ზაფხულის ბოლოსკენ მივიღებთ ყველა დაგეგმილ დოზას, რაც ამჟამად მოსალოდენლია, რომ მივიღოთ. მათ შორის ვგულისხმობ მილიონ დოზა “ფაიზერს”, რაზეც მუშობა მიდის, ასევე “სინოფარმის” დამატებით დოზებს. უკვე გვექნება საშუალება, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც დღეს ვაქცინას ელოდება და შესაძლოა გარკვეული უპირატესობის გამო ან არჩევანის შესაძლებლობის გამოც, ჰქონდეს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი და ჩაერთოს აქტიურად პროგრამაში.” – თქვა გაბუნიამ.
როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, მას შემდეგ, რაც გაფართოებული ვაქცინაცია დაიწყება, დღიურად აცრილთა რიცხვი 15-16 000 უნდა იყოს. მისი განმარტებით, ვაქცინების საჭირო რაოდენობა, რომელთა მობილიზებაც უნდა მოხდეს, დაახლოებით 4 მილიონამდეა:
“ჩვენ დღეში უნდა ავცრათ, დაახლეობით, 15-16 000 პირი. ვაქცინების საჭირო რაოდენობა, რომლის მობილიზებაც უნდა გავაკეთოთ, დაახლოებით არის 4 მილიონამდე. გარანტირებულად მისღები ვაქცინები რაც გვაქვს დაგეგმილი ასეთია: დაახლოებით ნახევარი მილიონი არის დამატებით საჭირო, რომ მოხდეს მობილიზება. საუბარი მაქვს ორმხრივ ხელშეკრულებებზე, “კოვაქსის პლატფორმაზე” და ა.შ. ყველაფერი ეს ქმნის უკვე სექტემბრისთვის ვაქცინების საკმარის რაოდენობას იმისათვის, რომ ჩვენ დაახლოებით 55%-ის მოცვა შევძლოთ. დარჩენილ 5%-ის მობილიზებაზეც მუშაობა მიდის და ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემები არ იქნება.” – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.