ქვეყანაში, კერძოდ ასპინძაში პირველი ლუდის სპა ცენტრი იხსნება, სადაც მისული მომხმარებელი ლუდის აბაზანების მიღებასა და ლუდის დაგემოვნებას შეძლებს. პროექტს ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია „ვარძია“ ახორციელებს და მასში 50 000 ლარის ინვესტიციას დებს. პროექტის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.
მისი თქმით, კომპლექსში განთავდება როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე ბუტიკ სასტუმრო. ობიექტი პირველ სტუმარს, დაახლოებით, ერთ თვეში მიიღებს.
„საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობს, ამიტომ, ის ადამიანი, რომელიც ჩვენს რეგიონში იმოგზაურებს, აუცილებლად დაინეტერესდება,“ – აცხადებს ზედგენიძე.