პეკინის გამზირზე ავტომანქანა საიუველირო მაღაზია „მანდარინას“ შესასვლელს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია მაღაზიის შესასვლელი მინის კარი და ჯებირი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.