LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებს 3,5 მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ – ბანკის განცხადება

186
ლიბერთი

“ლიბერთი ბანკის” ბათუმის ფილიალის 9 თანამშრომელს ფული მოპარვას ედავებიან. ირკვევა, რომ კოლოსლური თანხის დანაკლისი შიდა აუდიტით გამოვლინდა. ბანკმა სარჩელით უკვე მიმართა სასამართლოს.

არსებული ინფორმაციით, თანხა ფილიალის მენეჯერმა დოკუმენტაციის გაყალბებით მიითვისა.

ბანკის ერთ-ერთი მოლარის, თეონა ბიწაძის განცხადებით, მენეჯერი თანამშრომლებს ფულს უცნობი პირების ანგარიშებზე არიცხინებდა.

„ერთხელ მენეჯერმა იკითხა, ვის გაქვთ ბევრი თანხაო, ვუთხარი მე მაქვს-მეთქი. მოიტანა ვიღაც ქალბატონის ანგარიში, ვარდო ერქვა, 8 600 ლარი ჩაურიცხა. ჩემთან ეს ერთი შემთხვევა იყო. სხვა მოლარეებთან რამდენჯერმე მოხდა. ეს იყო 30 მარტს. მას შემდეგ შიდა შემოწმება ჩატარდა, თბილისიდან ჩამოვიდნენ და მაშინ გავიგეთ, რა ხდებოდა“, – ამბობს თეონა ბიწაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ სარჩელი მომზადების ეტაპზეა და კანონით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა მოპასუხე მხარეს.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ლიბერთი ბანკი“.

„ლიბერთი ბანკის“ მიერ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში აღმოჩენილია დარღვევის ფაქტი, რომელიც გამოძიებისთვის დაუყონებლივ გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

„ლიბერთი ბანკი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და ბანკის ყველა ფილიალი შეუფერხებლად ფუნქციონირებს.

ბანკი აცხადებს, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება მომხმარებლების თანხებს“, – აცხადებენ „ლიბერთი ბანკში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები