LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, დაზიანებული ფრესკების ნაწილი სრულყოფილად ვეღარ აღდგეს: წულუკიანი

79
თეა წულუკიანი

“შესაძლოა გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, დაზიანებული ფრესკების ნაწილი სრულყოფილად ვეღარ აღდგეს,”–  ამის შესახებ შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა ფრესკის სპეციალისტებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ისაუბრა და თქვა, რომ მისი ფუნქცია არ არის ძეგლზე 2008-2020 წლებში განხორციელებული, სრულად წარუმატებელი ღონისძიებებისთვის პასუხისმგებელი პირი ეძებოს. წულუკიანის თქმით, ამისთვის არსებობს პროკურატურა და ისინი გამოძიებას აწარმოებენ.

“ჩემი ფუნქცია არის, რომ უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. ამისათვის, მოკლე დროში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული…

დასანანია, მაგრამ რეალობაა – სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი, მაგრამ იქ, სადაც ზიანი არ არის შეუქცევადი, საკონსერვაციო სამუშაოები უნდა ვაწარმოოთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე – წულუკიანი გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე