Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ტრაბახით არ ვამბობ, დუგინი პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთ, ჩვენი ძმები არიანო – ვასაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაბახით არ ვამბობ, დუგინი პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთ, ჩვენი ძმები არიანო – ვასაძე

1395
დუგინი და ლევანი

ბიზნესმენმა და ცოტა ხნის წინ, ქართულ პოლიტიკაში შემოსულმა ლევან ვასაძემ „ალტ – ინფოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ალექსანდრე დუგინთან შეხვედრის დეტალებზე.

მისი თქმით, დუგინი პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთ და ჩვენი ძმები არიანო.

„ჩემთვის პირადად 26 მაისი ასოცირდება პირველ რიგში, სამწუხაროდ, არამხოლოდ ქართული სახელმწიფოსათვის ძირეულ, სათაყვანო დამოუკიდებლობის დღესთან, არამედ იმ საშინელებასთან, რომელიც მიშა სააკაშვილმა მოაწყო რუსთაველის გამზირზე 26 მაისის ღამე, როცა ხალხი დახოცა და სისხლში აბანავა და მეორე დღეს მოამარ კადაფივით ჩაიბარა აღლუმი და გვერდზე მთელი უცხოური დიპლომატიური კორპუსი ედგა.

როგორც მერე გაირკვა, იქვე  მაღაზიის სახურავზე, ორი გვამი იდო ღამე მოკლული ხალხის, ამ დიპლომატებს ხმა არ ამოუღიათ და მან როგორც დიქტატორმა ეს აღლუმი ჩაიბარა.

[related_news id=”525976″ align=”left”]

ახლა იქ რომ „ოცნების“ ლიდერები იბარებენ რაღაცა აღლუმებს, ეს ის „ოცნების“ ლიდერები არიან, რომლებიც „ნაცებთან“ კოჰაბიტაცია გააჩაღეს. ეს ის პრეზიდენტია, რომელიც პანტა- პუნტით სწორედ იმ კრიმინალებს, რომლებსაც ამ სისხლში მოუძღვით წილი, ციხიდან უშვებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ის პრემიერი არ არის, ვინც თქვა, დაგამთავრებთ „ნაცებსო“ და რა დაამთავრეს, იქით დაამთავრეს შარლ მიშელის ხელშეკრულებით და რა დამოუკიდებლობაზეა საუბარი? 

ჩემთვის რაც წმინდაა მაგ აღლუმში, არის ჩვენი ლომი ბიჭები და ჯარისკაცები. რომლებიც მანდ დგანან და ჩემი სამშობლოს დროშა. თორემ მთელი ეს პოლიტიკური კლოუნადა, „ნაცური“ თუ „ქუცური“, ეს ხომ ფარსია და ქართველი ხალხისათვის საძულველი მაიმუნობა. 

მე პირადად ნაღდად ასე არ დამიგეგმია, მაგრამ დამოუკიდებლობის დღეს, რომ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინტელექტუალს ვესაუბრე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, 2015 წელს გავიცანი და ტრაბახით არ ვამბობ, პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთ, შევურიგდეთო და ჩვენი ძმები არიანო.

ეს სწორედ ისაა, რასაც მე ვაკეთებ ყოველ დღე მთელი ჩემი  ცხოვრება ნამდვილი დამოუკიდებლობის აღსადგენად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“. – აცხადებს ლევან ვასაძე.

 

შეგახსენებთ, ალექსანდრ დუგინი “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერია. 2008 წლის ომის დროს კი ის რუსეთის ხელისუფლებას თბილისის ოკუპაციასა და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა.

პარტია “ერი – ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე 26 მაისს მოსკოვში ალექსანდრე დუგინს შეხვდა, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები