საქართველოს ხელისუფლება აპირებს, რომ ივნისის ბოლომდე აცნობოს საზოგადოებას, როდის გაიცემა კოვიდპასპორტი და გაასაჯაროოს დეტალები. მანამდე საკითხზე განმარტებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აკეთებს.
“მგზავრობისთვის ან რაიმე სხვა მიზნებისთვის თუ გჭირდებათ ცნობა, რომ ხართ ორჯერადად აცრილი, ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის ამოღება.
იქ, სადაც ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებთ, როდესაც აცრას დაარეგისტრირებენ, შეუძლიათ, მოგცენ არა მარტო აცრების ბარათი, არამედ ორჯერადად აცრის ცნობა. ეს არის, ასე ვთქვათ, კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი”- აცხადებს იმნაძე.