LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხომ არ აჯობებდა, რომ ეს საკითხი საერთოდ მოგვეხსნა დღის წესრიგიდან – ინჯია ამნისტიაზე

28
injia

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სადაც 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტის “ოცნების” ვერსია განიხილება, ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა გამოთქვა აზრი, რომ სჯობს ამნისტიის კანონპროექტი მოიხსნას დღის წესრიგიდან.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ეს უფრო მისაღები ვარიანტი იქნებოდა და ყველა დამშვიდდებოდა.

“რამდენჯერ იყო გადაცდომები, არ მინდა ვთქვა, დარბევები და მრავალი სხვა, ჩახოცვები და მიცვალებულებს პოულობდნენ სადღაც და სადღაც. ისიც გვახსოვს ჩვენ და მახსოვს კარგად, რომ არცერთი ამ დარბევის შემდეგ ამნისტია არ ყოფილა.

ეს ამნისტია ჰუმანური აქტია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველანაირ ამნისტიას, რომელიც იქნება მიმართული სტაბილიზაციისკენ, ურთიერთგაგებისკენ და იმისკენ, რომ კალაპოტში ჩადგეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ხომ არ აჯობებდა, რომ ეს საკითხი საერთოდ მოგვეხსნა დღის წესრიგიდან და გაგვეგრძელებინა ის საქმიანობა, რაც საჭიროა ქვეყნისთვის?” — განაცხადა ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები